ხიდაშელი: მჯერა, ქვეყანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს

© facebook.com/mod.gov.geთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მჯერა, რომ საქართველო ჩემს სიცოცხლეში გაერთიანდება, თუმცა, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაცილებით ადრე გაწევრიანდება, განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა, მისი აზრით, უფრო ადრე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდება.

„საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებით საქართველო ხვალ გაერთიანდება — ეს საუკეთესო სცენარი იქნება, მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ეს ხვალ მოხდება. მჯერა, რომ საქართველო ჩემს სიცოცხლეში გაერთიანდება, თუმცა, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაცილებით ადრე გაწევრიანდება, ხოლო შემდეგ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად შევალთ ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ყურადღების მიქცევას შეეცდება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, აფხაზებისა და ოსების ინტერესები ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0