თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მომავალ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში აპირებს ჩასვლას, — იუწყება Sputnik ყირგიზეთი.
პრეზიდენტი ატამბაევი გუშინ, 12 დეკემბერს, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში „ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის“, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქში ტარდებოდა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ატამბაევთან ყველა შეხვედრა მეგობრობისა და ნდობის ატმოსფეროში ხდება და დაამატა, რომ ელის მის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში.
„პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველკოლეგასთან ყოველი შეხვედრა ახარებს და გაამჟღავნა, რომ მომავალ წელს საქართველოსში ჩასვლას აპირებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.