თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხანძარმა თბილისის ზოოპარკის 80 კვ მეტრი მოიცვა, სადაც დიდი რაოდენობით ჩალა ინახებოდა, — განუცხადეს ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.
„ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი ლიკვიდირებულია“, — თქვეს უწყებაში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჩემთვის მიზეზები ცნობილი არ არის, ამაზე ექსპერტები მუშაობენ. ვიცით, რომ ცეცხლი სწრაფად იქნა ლოკალიზებული და ჩვენმა თანამშრომლემა, რომლებიც ადგილზე იყვნენ, ცხოველების დროულად გადარჩენა მოახერხეს“, — განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.