კლიმატის შეთანხმებამ განვითარებად ქვეყნებს ტვირთის რაოდენობა განუსაზღვრა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციამ შეიმუშავა შეთანხმება, რომელიც 2020 წელს კიოტოს პროტოკოლის შეცვლისკენაა მოწოდებული.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. კლიმატის თაობაზე შემაჯამებელი შეთანხმების დანართი 2020 წლიდან განვითარებადი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად 100 მლრდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, — განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა, რომელიც თავმჯდომარეობდა კიდეც კონფერენციას. 

პარიზი - Sputnik საქართველო
პარიზში გაეროს ახალი კლიმატური შეთანხმება 196 ქვეყანამ მოიწონა

გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციამ შეიმუშავა შეთანხმება, რომელიც 2020 წელს კიოტოს პროტოკოლის შეცვლისკენაა მოწოდებული. კიოტოს პროტოკოლი 1997 წელს დაარსდა და ქვეყნებს ავალდებულებდა, შეემცირებინათ ან დაესტაბილურებინათ სათბური გაზების გამოტყორცნა ატმოსფეროში. ფაბიუსმა შემაჯამებელი დოკუმენტი კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა განსახილველად. 

კონფერენციაზე ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი გახლდათ ვალდებულებათა ტვირთის გადანაწილება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ანუ ვინ უნდა იტვირთოს ძირითადი პასუხისმგებლობა — მხოლოდ განვითარებულმა სახელმწიფოებმა თუ ამ საქმეში მათ სხვა ეკონომიკებიც უნდა მიუერთდნენ. საბაზისო ჩარჩო კონვენცია (1992 წ.) მკაცრად მიჯნავს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ვალდებულებებს, მაგრამ განვითარებული მრეწველობის ეკონომიკები (უპირველესად, აშშ) ამ მიჯნის შერბილებას ემხრობიან. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მსხვილი განვითარებადი სახელმწიფოები (უპირველესად, ინდოეთი) და კლიმატის ცვლილებაში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ისტორიული პასუხისმგებლობით აპელირებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0