თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ევროპაში 2015 წლის დასაწყისიდან თითქმის მილიონი ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა, იუწყება პარასკევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროპაში 985 312 ადამიანი ჩავიდა, მათგან 924 647 მიგრანტი და ლტოლვილი – ზღვით. ყველაზე მეტი გადასახლებული – 800 ათასზე მეტი – საბერძნეთმა მიიღო.
ამასთან, წლის დასაწყისიდან ევროპამდე ზღვის საშუალებით ჩასვლის მცდელობისას დაიღუპა ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა 3671 ადამიანი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.