ტერორიზმის საფრთხე ევროპაში მიგრაციულ კრიზისს ამძაფრებს

© RIA NovostiSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის მიხედვით, აშშ–სა და ევროპაში გამოკითხული მოსახლეობის 33% მიიჩნევს, რომ მიგრაციული კრიზისის მთავარი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus–მა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ისთვის ჩაატარა, აშშ–სა და ევროპაში გამოკითხული მოსახლეობის 33% მიიჩნევს, რომ მიგრაციული კრიზისის მთავარი მიზეზი ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის ევროპაში ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის მთავარი მიზეზი, ამერიკელი რესპონდენტების 32%–მა უპასუხა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა ნაკადის ძირითადი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეა.

გამოკითხვა: ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მიზეზები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მიზეზები

აღსანიშნავია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მოსახლეობის თვალსაზრისთა შორის არსებითი განსხვავება: თუ დასავლეთ ევროპაში მიგრაციული კრიზისის მიზეზად აშშ–ისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკურ და სამხედრო ქმედებებს რესპონდენტთა მხოლოდ 11% მიიჩნევს, აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი მოსაზრება გამოკითხულთა ორჯერ მეტ რაოდენობას — 23%–ს აქვს. აშშ–ში იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც კრიზისის მიზეზად საკუთარი ქვეყნის სამხედრო ჩარევას განიხილავს, მხოლოდ 8%–ია.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“.  ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  ცნობა პროექტ „სპუტნიკ.მნენიას“ შესახებ:


ყველა ახალი ამბავი
0