გიორგი მღებრიშვილი ვაშინგტონში DTRA–ს დირექტორს შეხვდა

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ–ის დროშა
აშშ–ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უწყებებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წვლილზე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორთან, კენეტ მეიერსთან გამართა შეხვედრა, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის უწყებებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წვლილზე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. 
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში იმყოფება

მინისტრის განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ქიმიურ, ბირთვულ, რადიაციულ და ბიოლოგიურ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. თქვენი ქვეყანა არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით“, — აღნიშნა კენეტ მეიერსმა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა კენეტ მეიერსი 2016 წელს საქართველოში, „ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე“ ოფიციალურად მიიწვია, აღნიშნავს შს სამინისტრო.

აშშ-ში საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0