გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში იმყოფება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik.  აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სახელმწიფო ანტინარკოტიკული  და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან გამართა შეხვედრა, იუწყება შს პრესსამსახური სამშაბათს, 8 დეკემბერს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ, მხარი დაუჭირეს დაგეგმილ რეფორმებს და შემუშავებული პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ.

როგორც სამინისტრში აღნიშნეს, მინისტრმა ხაზი გაუსვა მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.

აშშ-ში საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0