თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საზღვართან ფრენები არ განუხორციელებიათ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმ ტერიტორიების თავზე, რომელიც საქართველოს საზღვარს ესაზღვრება, რუსეთის ვერტმფრენებს ფრენები არ განუხორციელებიათ“, — განაცხადა მან.
კონაშენკოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის უწყებას მთელი გასული დღის განმავლობაში საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე მიახლოებითი ადგილიც არ დაუსახელებიათ.
„და მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ინფორმაცია გაჩნდა, რომ სოფელ მერეთი-ზარდიაანთკარის ტერიტორიაზე თითქოსდა რუსული ვერტმფრენი შენიშნეს, აღმოჩნდა, რომ ქართულმა თავდაცვის უწყებამ ამის შესახებ „სოფლის ორღობის რადიოსგან“ — რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებისგან შეიტყო, რომლებმაც აღნიშნული მოსაზრება ვიღაც პოლიციელს გაუზიარეს“, — დასძინა მან.
კონაშენკოვმა ქართველ კოლეგებს რჩევა მისცა — მომავალში მსგავსი ხმამაღალი განცხადების გაკეთებამდე, ობიექტურ ინფორმაციას, ძირითადად, რადიოლოკაციის საშუალებებს დაეყრდნონ.