თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე ხელისუფლება დიპლომატიის დახმარებით უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს, 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე განცხადება გაავრცელა.
„ჩვენი პასუხი დიპლომატიური კომუნიკაციის ფარგლებში იქნება. ვფიქრობთ, ეს სამართლიანი და ადეკვატური პასუხი იქნება“, — განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წერილს ამზადებს, რომლითან ოფიციალური თბილისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიას მიმართავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტს ქართული მხარე 16 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიაზე დააყენებს.