თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ჩერნოგორიის ნატოში მიწვევა იმის მტკიცებულებაა, რომ მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, განაცხადა „Sputnik. მნენიას“ გამოკითხის კომენტირებისას გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
„Sputnik. მნენიას“ გამოკითხის შედეგებით, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკის“ დაკვეთით ცნობილმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა, ევროპასა და აშშ-ში გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე უბრალო ადამიანები ზეგავლენას ვერ მოახდენენ.
„თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ — ეს ჩერნოგორიაა, რომლის ნატოში მიღებას აპირებენ. ყველა გამოკითხვით ცნობილია, რომ ნატოში ინტეგრაციას მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს მხარს და მიუხედავად ამისა, მათ მიღებას მაინც აპირებენ“, — განაცხადა დევდარიანმა სააგენტო „Sputnik საქართველოსთან“ ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.
საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტაში გარკვეულ როლს ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და მსხვილი კაპიტალის მფლობელები თამაშობენ, მიიჩნევს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
„თქვენ ფიქრობთ, ობამა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ღებულობს? არა. და ამის ახსნა მისი დემოკრატიულობით საჭირო არაა. სინამდვილეში, მსხვილი კაპიტალის ინტერესები, იგივე ტრანსნაციონალური კორპორაციები, ძალზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, — ასკვნის ნანა დევდარიანი.
"Sputnik. მნენიას" გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე: „რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ უბრალო მოქალაქეებს თქვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე“ — აღმოსავლეთ (60%) და დასავლეთ (57%) ევროპის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე. მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ უბრალო მოქალაქეების მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ევროპაში საშუალოდ 5%–ს არ აჭარბებს.
ბულგარეთის მცხოვრებთა უმეტესობას (83%) მიაჩნია, რომ მოქალაქეები არავითარ გავლენას არ ახდენენ საგარეო პოლიტიკაზე. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია გამოკითხულ ქვეყანათა შორის. ამ მოსაზრებას იზიარებს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 55%, გერმანიის — 65%, საფრანგეთისა და პოლონეთის მოსახლეობის 63%.
აშშ-ში მოსახლეობის რაოდენობა (41%),, ვისაც მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საგარეო პოლიტიკაზე, დაახლოებით უტოლდება იმათ რაოდენობას (38%), ვინც ფიქრობს, რომ მცირე გავლენის მოხდენა მაინც შესაძლებელი. და ამერიკელთა მხოლოდ 14% დარწმუნებულია, რომ უბრალო მოქალაქეების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანია, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში.