თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) წყალბადის ბომბის ხელმისაწვდომობის შესახებ ფხენიანის განცხადების იგნორირება არ შეიძლება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ევგენი სერებრენიკოვმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ძალზე არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ჩრდილოეთ კორეა მსგავსი იარაღის დამზადებასა და წარმოებას დაიწყებს, მაგრამ ყველა მონაცემებით, უნდა გავითვალისწინოთ ფხენიანის ეს განცხადება“, - განაცხადა სენატორმა.
კორეის ცენტრალური ტელეგრაფის სააგენტოს ინფორმაციით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის მხრიდან წყალბადის ბომბზე ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელსაც ის ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მოქმედებაში მოიყვანს.
სერებნიკოვმა იმედი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გამწვავებას ან ახალი კონფლიქტების ესკალაციას არ მოახდენს. „თუმცა ქვეყნები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისკენ ისწრაფვიან, უნდა ეცადნონ ფხენიანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვას“, — აღნიშნა მან.
სენატორმა ასევე დასძინა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა „სასურველი რეალობად ექცია“ და არაერთხელ გამოთქვა სურვილი „სერიოზული იარაღის ფლობის შესახებ, რომელსაც მეზობლების დასაფრთხობად და რეალური მეტოქეების წინააღმდეგ გამოიყენებდა“.