რუსეთი: ერაყში ჯარის შეყვანით თურქეთმა საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვია

© Пресс-служба МИД РФ / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, თურქი სამხედროების ქმედებები მათი ახლო მოკავშირეებისთვისაც მოულოდნელი გახდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი თურქეთის მიერ ერაყში ჯარის შეყვანას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად განიხილავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, თურქი სამხედროების ქმედებები მათი ახლო მოკავშირეებისთვისაც მოულოდნელი გახდა, თუმცა, ბლოკის ცნობილი სოლიდარობის გამო მათ ანკარის მიმართ, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვია, კრიტიკული კომენტარებისგან თავი შეიკავეს“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, თურქეთის სატანკო ბატალიონი 4 დეკემბერს ერაყის პროვინცია ნაინავაში ტერორისტებთან მებრძოლ ქურთთა სახალხო რაზმების მებრძოლთა მომზადების საბაბით შევიდა. 

ბაღდადი - Sputnik საქართველო
ერაყი თურქეთისთვის სანქციების დაწესებით იმუქრება

ერაყის დიპლომატიურმა უწყებამ და თავდაცვის სამინისტრომ თურქი სამხედროების ყოფნას „მტრული ქმედება“ უწოდეს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ თუ თურქეთი ჯარის გაყვანასთან დაკავშირებულ ულტიმატუმზე არ უპასუხებს, რომლის ვადაც სამშაბათს საღამოს ამოიწურა, ერაყი გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური საჩივრით მიმართავს.

თურქეთმა, თავის მხრივ, უკვე განმარტა, რომ ერაყში ჯარის გაგზავნა თურქი ინსტრუქტორების დაცვის აუცილებლობით არის გამოწვეული, რომლებიც სახალხო რაზმებს პროვინცია ნაინავას ბანაკებში წვრთნიან. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი სამხედრო მოსამსახურეები ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ბაზაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ-აბადის თხოვნით,  2014 წლიდან განთავსდნენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0