უსუფაშვილმა სამართალდამცავებს ენმ-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღით პარტიის ოფისის დაცხრილვა სერიოზული საკითხია, რაც დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს, 9 დეკემბრის ღამით, დედოფლისწყაროს რაიონში უცნობმა პირებმა „ნაცმოძრაობის“ ოფისი დაცხრილეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. 

ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო
კახეთში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაცხრილეს

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს რომ ეს საქმე გამოიძიონ. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით საქმე უკვე დაძრულია. ჩვენ სხვა ზომებსაც მივიღებთ, რომ პარლამენტს ინფორმაცია ჰქონდეს. ცეცხლსასროლი იარაღით პარტიის ოფისის დაცხრილვა სერიოზული საკითხია, რაც დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა  10 დელემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

აღნიშნული ფაქტი ყოფილი მმართველი პარტიის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ოქტომბრის თვეში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც მთავარი პროკურატურის განცხადებით, წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას, პარტიის წინააღმდეგ სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა.

გარდა ამისა, მოხდა თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თბილისსა და რეგიონებში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0