ანგელა მერკელი ჟურნალ Time-ს ვერსიით „წლის ადამიანად“ დასახელდა

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალ Time-ს ვერსიით „წლის ადამიანის“ დასახელება 1927 წლიდან, ყოველ წელს, დეკემბერში, გამოცემის მთავარი რედაქტორის მიერ ხდება.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკული ჟურნალ Time-ს ტრადიციული ნომინაციის „წლის ადამიანის“ გამარჯვებული გახდა. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ნომინაცია „წლის ადამიანი“ აღნიშნავს ხალხს, რომელთაც ჟურნალის მთავარი რედაქტორის თქმით, მიმდინარე წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს კარგი ან ცუდი მიმართულებით. ჟურნალ Time-ს „წლის ადამიანის“ ვერსიის გამოცხადება ტელეარხ NBC-ს დილის შოუ პროგრამა Today-ში მოხდა. 

მერკელის გარდა, „წლის ადამიანის“ ტიტულისათვის იბრძოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუხანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, ასევე ორგანიზაცია Black Lives Matter-ის აქტივისტები, რომლებიც აფროამერიკელთა უფლებებისათვის იბრძვიან. 

ნიუ–იორკი - Sputnik საქართველო
ჟურნალი Time –ი „წლის ადამიანს“ დაასახელებს

გამარჯვებული გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ნომინანტთა სიაში იმ ნიშნით შევიდა, რომ წლის განმავლოვაში ყოველთვის იყო მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრში, ამასთან ძლიერ აკრიტიკებდნენ, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო. 

ჟურნალ Time-ს ვერსიით „წლის ადამიანის“ დასახელება  1927 წლიდან, ყოველ წელს, დეკემბერში,  გამოცემის მთავარი რედაქტორის მიერ ხდება. 1950 წლამდე ნომინაციის ლაურეატები კონკრეტული პირები ხდებოდნენ, მაგრამ შემდგომში წოდება აბსტრაქტულმა პერსონაჟებმაც მიიღეს. 2014 წელს „წლის ადამიანის“ ტიტული დაიმსახურეს ადამიანებმა, რომლებიც სასიკვდილო ვირუს „ებოლათი“ დაავადებულებს უვლიდნენ. ამ ტიტულის პირველი მფლობელი ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი იყო, რომელმაც ისტორიაში პირველად მარტომ გადაუფრინა ატლანტიკას. 


ყველა ახალი ამბავი
0