ჟურნალი Time –ი „წლის ადამიანს“ დაასახელებს

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშინიუ–იორკი
ნიუ–იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნომინაციაში წარდგენილნი არიან ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს. რუსეთის ლიდერი პრეტენდენტთა სიაში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გადამწყვეტი როლისთვის მოხვდა.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ამერიკული ჟურნალი Time–ი ტრადიციულ ნომინაციაში „წლის ადამიანი“ გამარჯვებულს ოთხშაბათს გამოავლენს. გამოცემის მთავარი რედაქტორის განმარტებით, ნომინაციაში წარდგენილნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

პრეტენდენტთა სიაში 2007 წელს გამარჯვებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამჯერადაც მოხვდა. მანამდე „წლის ადამიანი“ საბჭოთა კავშირიდან და რუსეთიდან მხოლოდ იოსებ სტალინი (1939, 1942) და მიხეილ გორბაჩოვი (1987, 1989) გახდნენ.

ენდრიუ კარნეგი - Sputnik საქართველო
„თაიმმა“ ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ათეული შეადგინა

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის ლიდერი პრეტენდენტთა სიაში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად დაიში) წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლისთვის მოხვდა.

„წლის ადამიანის“ ნომინაციის პრეტენდენტები ასევე არიან ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დაიშის ლიდერი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი, აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი და ორგანიზაცია Black Lives Matter–ის (აფროამერიკელების უფლებების დამცველი) აქტივისტები.

ჟურნალის ვერსიით „წლის ადამიანს“, 1927 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად დეკემბრის თვეში გამოცემის მთავარი რედაქტორი გამოავლენს.

„წლის ადამიანის“ წოდება სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვთ ადოლფ ჰიტლერს, უინსტონ ჩერჩილს, იოსებ სტალინს, ელიზაბეტ II–ს, აიათოლა ჰომეინის, იოანე პავლე II–ს, მარკ ცუკერბერგს და სხვებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0