საქართველო მოლაპარაკებებს იწყებს ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე

© Личный архив Михаила АйдиноваКитай
Китай - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქართულ-ჩინური სამთავრობოთაშორისო კომისიიის სხდომაში. სხდომის მსვლელობისას განიხილავენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით ტვირთების გატარების საკითხს.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუსაო ვიზიტით 9 დეკემბერს, ოთხშაბათს ჩინეთში მიემგზავრება, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. 

 სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმის ხელმოწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებების დაწყებაზე.

 ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქართულ-ჩინური სამთავრობოთაშორისო კომისიიის სხდომაში. სხდომის მსვლელობისას განიხილავენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით ტვირთების გატარების საკითხს, თქვა ეკონომიკის მინისტრმა. 

ჩინეთი - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“

 ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და აბრეშუმის გზის ფონდში. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. 

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, ჩინეთი მესამე ადგილზეა საქართველოს ძირითად პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან აღნიშნულ პერიოდში 596,1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის იანვარ-ოქტომბერზე. ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ მოცემულ პერიოდში  საქართველოს სრული სავაჭრო ბრუნვის 7,3% შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0