"ნაციონალური მოძრაობა" მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის

© photo: Sputnikმარჯვენასაჭიანი ავტომობილი
მარჯვენასაჭიანი ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო „უმცირესობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა ეკოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არსებითად არაფერს შეცვლის.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას იმ ინიციატივაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანისა და რეგისტრაციის აკრძალვას ეხება.

საქართველის შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 3 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. შეზღუდვები ძალაში 2016 წლის მარტიდან შევა, აკრძალვა არ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა რეგისტრაციაც ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე მოხდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს-მ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის მიზეზები განმარტა

„ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია, რამდენადაც მსგავსი მანქანები იაფია და საზოგადოების მხრიდან ამ ტიპის მანქანების არჩევანი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დრო იმ საკითხების განხილვისთვის არ დაკარგოს, რომლებიც არც ეკოლოგიური და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით, არსებითად არაფერს შეცვლის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ ოთხშაბათს, 9 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

მანამდე შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის მიზეზი, მათი რაოდენობის კრიტიკულად ზრდაა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ოთხთვიანი ვადა მისცა იმ გადამყვან-კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ შეკვეთილი მსგავსი მანქანები, რათა ისინი არ დაზარალდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0