ლატვია და საქართველო სტანდარტიზაციის სფეროში ითანამშრომლებენ

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–ლატვიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის სხდომაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდას დაეთმო.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თბილისში გამართულ საქართველო–ლატვიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის სხდომის ფარგლებში სტანდარტიზაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური. 

კომისიის ფარგლებში, რომელიც 2009 წლის შემდეგ მეორედ ტარდება, საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული. მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, კულტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა,  სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

რიგა - Sputnik საქართველო
ლატვიის პრემიერი: უვიზო რეჟიმი შეიძლება 2016 წლიდან ამოქმედდეს

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ლატვიურ მხარესთან სტანდარტიზაციის ნაწილში და შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო აქტიურად და ინტნსიურად გავაგრძელოთ რეფორმები ევროპული სისტემის ასაშენებლად, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მხარეებმა ერთობლივი ფონდის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ორივე ქვეყნის ტურისტულ ქალაქებში.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ,  მხარეებმა  ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც განისაზღვრა თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის უახლოს მომავალში იქნება აქტუალური.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0