თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. „გაზპრომი“ ამ მომენტისათვის ირანელ კოლეგებთან ერთად ამუშავებს გაცვლითი ოპერაციების საკითხებს სომხეთისთვის „ცისფერი საწვავის“ მისაწოდებლად, განუცხადა ჟურნალისტებს „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
შეკითხვაზე, შეეხნენ თუ არა მხარეები ირანიდან სომხეთში გაზის მიწოდების თემას, მილერმა უპასუხა: „დიახ, თემა წამოვწიეთ. მიმდინარე მომენტში ირანელ კოლეგებთან ერთად გაცვლითი ოპერაციების საკითხებს ვამუშავებთ“.
ამ დროისათვის რუსეთის გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს.
მანამდე „გაზპრომის“ ინფორმაციის სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ მილერმა და კალაძემ ლუქსემბურგში რუსული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისა და რესპუბლიკაში კომერციული გაზის შეტანაზე იმსჯელეს. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მლნ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.
ნოემბრის ბოლოს ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა, რომ ირანი უკვე განიხილავს რუსეთთან ნავთობისა და გაზის სვოპებზე შეთანხმების დეტალებს.
* სვოპი:
1.ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით, შემოსავლების მაქსიმიზაციის ან დანახარჯების მინიმიზაციის მოტივით.
2. შეთანხმება ორ კონტრაგენტს შორის მომავალში გადასახადების ან სხვა აქტივების გაცვლა–გამოცვლის შესახებ, კონტრაქტში ნაჩვენები პირობების შესაბამისად.