ეროვნული ბანკი აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო, თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

2015 წლის ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოში 2014 წელთან შედარებით, 6,3% შეადგინა. ინფლაციის სამიზნო მაჩვენებელი 5%-ია. 

7 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს მაკროეკონომიკური ტენდენციები და საბანკო სექტორში არსებული ვითარება გააცნო.

 მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის რანგში ეს არის სავარაუდოდ მისი ბოლო შეხვედრა  იყო ბიზნეს ასოციაციასთან. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაციამ 1% შეადგინა

„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მცირედ ზრდას მომდევნო წლის პირველ კვარტლამდე გააგრძელებს და  სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლის შემდგომ 3%-მდე ჩამოიწევს და საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3% იქნება. "ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5%, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5%-იდან 6%-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი", — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.  

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.0 პროცენტამდე ზრდის

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, "ახლა ყველაფერი იმ პროგნოზებთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც ეროვნული ბანკი მთელი თვეების განმავლობაში აქვეყნებდა". 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0