სირიაში რუსული თვითმფრინავები განაგრძობენ "ჰმეიმიმის" ავიაბაზიდან საბრძოლო გაფრენებს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე შესატევად. იხილეთ ბომბდამშენი სუ–24–ისა და სუ–25–ის აფრენის კადრები.
რუსულმა ბომბდამშენებმა სუ–34 შეტევა განახორციელეს რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების ორ ავტოკოლონაზე სირიაში და გაანარგურეს ტერორისტების 40 ავტოავზი და სატვირთო. ამის შესახებ პარასკევს ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
30 სექტემბრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხვნით რუსეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" და "ჯებჰათ ან–ნუსრის" ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორვიელება დაიწყო.მიზნები რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის მიერ ჩატარებული დაზვერვის შედეგად ირჩევა. რუსეთში სირიის ელჩმა რიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები ხორციელდება სახელდობრ შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე და არა ოპოზიციაზე ან მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ოპერაციის დაწყებიდან დაიშის ინფრასტრუქტურის 40%–ზე მეტი განადგურებულია.