ხიდაშელი: ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს არანაირი წინაღობა არ გააჩნია

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მინისტრის განცხადება ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დოკუმენტზე რეაქცია იყო, რომელიც 2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტისთვის თბილისთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გამტკიცების კონკრეტულ ზომების მომზადებას გულისხმობს.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაბათს განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ვერანაირ წინაღობას ვერ ხედავს.

„ნატოს შემდეგი გაჩერება – ეს საქართველო იქნება. ჩვენსა და ალიანსს შორის არანაირი წინაღობა არ არსებობს“, – განაცხადა ხიდაშელმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცების ღონისძიებებს მოამზადებს

კონფერენციის წამყვანმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრის დირექტორმა ჰეზერ კონლიმ, ხიდაშელს კომენტარი სთხოვა გასულ კვირაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაზე — 2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტისთვის თბილისთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გამტკიცების კონკრეტული ზომების მომზადებას აპირებენ —  კომენტარი სთხოვა. კონლიმ ყურადღება გაამახვილა მინისტრთა განცხადებების არამკაფიო ფორმულირებაზე.

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი „დიპლომატიურ ენაზეა დაწერილი“, რომელიც მას „არასდროს ესმოდა“. ამავე დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ „ახლანდელ განცხადებაში ადრინდელთან შედარებით“ პროგრესი შეინიშნება. მისი აზრით, ამჯერად „დოკუმენტში ნათლად წერია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად ყველა აუცილებელი პირობა აქვს“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ გზაზე მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი“. მისი განცხადებით, საქართველომ ნატოს წევრობისკენ „უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა“.


ყველა ახალი ამბავი
0