საქართველოში გეოგრაფიული დასახელებების დაცვის მექანიზმი იხვეწება

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშიРоспотребнадзор разрешил грузинским производителям поставки вина
Роспотребнадзор разрешил грузинским производителям поставки вина - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალურ ცენტრ „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

 მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. ერთობლივად იმუშავებენ უკვე დარეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების დახვეწასა და განახლებაზე, საქართველოში დაცული ადგილწამორშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მიზნებისთვის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დაფუძნების წახალისებაზე. 

ქართველმა მეღვინეებმა საუკეთესო პროდუქცია წარმოადგინეს - Sputnik საქართველო
დანელია: აქციზის შემცირება ხელს შეუწყობს სპირტიანი სასმელების წარმოებას

 აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინო "საფერავი 2011"- მა ჰონგ-კონგში ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

 ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“ უკვე წლების მანძილზე თანამშრომლობენ. ამჟამად დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი და ა.შ.). ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და "საქპატენტმა" დაცულიადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმა დაიწყო. კერძოდ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შეიცვალა შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ინსტრუქციები: „ხვანჭკარა“ და „წინანდალი“. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ დარეგისტრირდება დაცული  გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოები —  „ალაზნის ველი“  და „კახეთი“.

 


ყველა ახალი ამბავი
0