ღვინო "საფერავი 2011"- მა ჰონგ-კონგში ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლევანდელ გამოფენაზე მონაწილეობას 6 ქართული კომპანია ღებულობდა. ესენია: "თბილღვინო", "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "ბადაგონი", "ქართული ღვინის სახლი" და კომპანია "ქართული ღვინო".

თბილისი, 11 ნოემბერი —  Sputnik. ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე (HKTDC — Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015) კომპანია "კახური ღვინის მარნის" ღვინომ "საფერავი 2011"-მა ორი უმაღლესი ჯილდო — გრან-პრი ნომინაციაში „ საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს  მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო "მუკუზანი 2011", იუწყება ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.

ქართულმა ღვინომ იაპონიაში გაიმარჯვა

ყოველწლიური გამოფენა Hong Kong International Wine and Spirits Fair აზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლევანდელ გამოფენაზე მონაწილეობას 6 ქართული კომპანია ღებულობდა. ესენია: "თბილღვინო", "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "ბადაგონი", "ქართული ღვინის სახლი" და კომპანია "ქართული ღვინო".

გამოფენის "HKTDC — Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015"-ის ფარგლებში, მარკეტინგული კომპანიის "Meiburg Wine Media"-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა ქართულ ღვინის დეგუსტაცია და სემინარი გამართა.


ყველა ახალი ამბავი
0