ღარიბაშვილი: ბულგარეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი და როსენ პლევნელიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და როსენ პლევნელიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბულგარეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სოფიაში ორშაბათს, 7 ნოემბერს. 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. მას თან ახლავს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები კოლეგასთან — ბოიკო ბორისოვთან და ბულგარეთის პრეზიდენტან როსენ პლევნელიევთან. 

სოფია - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა

 „ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომლისგანაც საქართველოს ბევრი მაგალითის აღება შეუძლია, რადგან მათ უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის.

„ეს არის ევროინტეგრაციის გზა, იგივე უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი პასუხი გვექნება. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. ზოგადად, რთული ფონია მსოფლიოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ბულგარეთის დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი“, — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი. 

 კიდევ ერთი დოკუმენტი ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად უწყებები სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ხელი საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, ოთარ დანელიამ და დესისლავა ტანევამ მოაწერეს.


ყველა ახალი ამბავი
0