საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშისოფია
სოფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრ ბოიკო ბორისოვს შორის ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრა გაიმართა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ორშაბათს, 7 დეკემბერს. 

შეხვედრისას „საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოფია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბულგარეთში გაემგზავრა

ბოიკო ბორისოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებული თანამშრომლობა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი. „ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება“, –აღნიშნავს პრესსამსახური.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში ორშაბათს, 7 დეკემბერს გაემგზავრა.  ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 


ყველა ახალი ამბავი
0