საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტური: შედეგები

© fcdinamo.ge"დიმაო" თბილისი _ "სიონი" _ 5:2
დიმაო თბილისი _ სიონი _ 5:2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი კლუბი, რომელმაც შინ გამართული მატჩი ვერ მოიგო, „კოლხეთია“, რომელმაც, ეგრეთ წოდებული, მეგრული დერბი „ზუგდიდთან“ ფრედ დაამთავრა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტურში შვიდი საშინაო გამარჯვება და ევროპის თასის ზონაში ცვლილებები დაფიქსირდა. 

ტურის მთავარი შეხვედრა თბილისში გაიმართა.ჩემპიონატის ლიდერი „დინამო“ თბილისი" მესამე ადგილზე მყოფ "სიონს“ მასპინძლობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისური კლუბი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, შერკინების ფავორიტად მაინც თბილისური გუნდი მიიჩნეოდა. ეს სტატუსი მათ თამაშის დასაწყისშივე გაამართლეს. უკვე მე–13 წუთზე გიორგი გურულმა გამოიჩინა თავი. მთლიანობაში პირველი ტაიმი თანასწორ ბრძოლაში წარიმართა და გატანილი გოლის გარდა, 32–ე წუთზე „სიონელი“ დავით სვანიძის გაძევებითაც გახდა დასამახსოვრებელი. 

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა, გიორგი ქვილითაიას მცდელობით,  რაოდენობრივი უპირატესობა გამოიყენეს. „სიონი“ კიდევ რამდენიმე ხანს ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და იმდენი მოახერხა, რომ ანგარიში შეამცირა კიდეც, მაგრამ მერე ისევ მოდუნდა. 

62–ე წუთიდან 83–ე წუთამდე გია გეგუჩაძის გუნდმა სამჯერ აიღო  მოწინააღმდეგის კარი, თავად კი ერთი გოლი გაუშვა. საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 5:2 დასრულდა და ამაში სტუმრებს შეუძლიათ გაძევებული სვანიძე დაადანაშაულონ. 

ევროპის თასის ზონაში კონკურენტის სისუსტით ისარგებლა „ცხინვალმა“, რომელმაც საკუთარ მინდორზე დაამარცხა „საპოვნელა“ ანგარიშით 3:0. თუ ბოლომდე ზუსტები ვიქნებით, „საპოვნელა“ ერთმა ფეხბურთელმა, ნიკა კაჭარავამ „დასცა ზურგზე“ ჰეთ–თრიკით. ასეთი ბენეფისის შემდეგ „ცხინვალის“ თავდამსხმელი ბომბარდირთა სიის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. ახლა მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია. 

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში

საანგარიშო ტურში გაიმარჯვა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დილამაც“, რომელიც „მერანს“ ხვდებოდა. 2:0 — ასეთია ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში. გოლები გაიტანეს ირაკლი მოდებაძემ და ოთარ მარცვალაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობს ბომბარდირთა შეჯიბრებაში.  

ორი უცხოელი მწვრთნელის — ალექსანდრე შტელინისა („ტორპედოს“) და ჟერარდ სარაგოსას („ლოკომოტივი“) დუელში უკრაინელმა სპეციალისტმა გაიმარჯვა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ორი გოლის მომსწრენი გახდხნენ. მე–14 წუთზე მასპინძლები ლაშა შინდაგორიძემ გაიყვანა წინ, ხოლო დათა სიჭინავამ სწორედ საფინალო სასტვენის წინ გაამყარა „ტორპედოს“ გამარჯვება მეორე გოლით. 

ერთადერთი კლუბი, რომელმაც შინ გამართული მატჩი ვერ მოიგო,  „კოლხეთია“, რომელმაც, ეგრეთ წოდებული, მეგრული დერბი „ზუგდიდთან“ ფრედ დაამთავრა.  

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტურის შედეგები:

„ჩიხურა“ – „შუქურა“ — 1:0

„დინამო“ ბათუმი – „საბურთალო“ — 2:1

„ცხინვალი“ – „საპოვნელა“ — 3:0

„სამტრედია“ – „გურია“ — 3:1

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ — 2:0

„კოლხეთი“ – „ზუგდიდი“ — 0:0

„დინამო“ თბილისი  – „სიონი“ — 5:2

„დილა – „მერანი „ — 2:0

ბომბარდირთა სია XIV ტურის შემდეგ: 

ნიკა კაჭარავა (ცხინვალი“) — 13

ოთარ მარცვალაძე („დილა“) — 11

გიორგი ქვილითაია („დინამო“ თ ბილისი) — 11

 

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XV ტური 11–12 დეკემბერს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0