ქართული ფეხბურთის „სადაგი დღეები“ ევროპაში

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სპუტნიკ საქართველო“ ბოლო კვირის შედეგების მიხედვით, ევროპის საფეხბურთო კლუბებში ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობებზე მოგითხრობთ.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „კრილია სოვეტოვის“ მეკარე გიორგი ლორიამ თავისი „მშრალი“ სერია შეწყვიტა. რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურში „კრილიამ“ გასვლით თამაშში მოსკოვის „სპარტაკთან“ წააგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველივე წუთებზე ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კვინსი პრომესმა გაიტანა.

XVIII ტური წარუმატებელი გამოდგა „რუბინის“ ნახევარმცველის, სოლომონ კვირკველიასთვისაც. ყაზანელები გასვლით თამაშში „როსტოვთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. 37–ე წუთზე ავტოგოლით თავი „რუბინის“ მეკარე სერგეი რიჟიკოვმა „გამოიჩინა“. ამ ტურის შემდეგ „რუბინი“ 20 ქულით მე–9 ადგილზეა.

ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელიც კვიპროსის „პათოსში“ თამაშობს, 90–ე წუთზე „დოქსის“ კარში გატანილი გოლით საკუთარ გუნდს ფრე ანგარიში (3:3) მოუტანა. მატჩში ასევე წარმატებით გამოვიდა გელაშვილის თანაგუნდელი ლევან ხმალაძე, რომელმაც „პათოსისთვის“ მეორე გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების წყალობით „პათოსი“ ლიგიდან გაძევებას გადაურჩა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მეთოთხმეტე ტურის ანონსი

მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ჭანტურიას გერმანული „დუისბურგი“ გასვლით თამაშში „ლაიფციგს“ შეხვდა და ანგარიშით 2:4 წააგო, რის შემდეგაც კვლავ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ჭანტურიამ პირველ ტაიმში ითამაშა. „დუისბურგის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლაშა დვალი „ლაიფციგთან“ მატჩის მოთამაშეთა სიაში არ მოხვდა.

8 ნოემბრიდან მოყოლებული, „გენკას“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ მატჩში 79–ე წუთზე გავიდა. თამაში ფრედ – 0:0 დასრულდა. ოქრიაშვილი „გენკას“ სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს 28 აგვისტოს“შარლერუას“ წინააღმდეგ გავიდა.

ერთადერთი, ვისაც გასული უქმეების საკუთარ აქტივში ჩაწერა შეუძლია, საქართველოს ნაკრების მესამე მეკარე გიორგი მაკარიძეა. პორტუგალიის მეორე დივიზიონის ორი ლიდერის შეხვედრაში მისმა „ფეირენსემ“, რომელიც მეორე ადგილზეა, „პორტუ–ბ“–ს სძლია ანგარიშით 1:0 და „დრაკონებთან“ ქულათა სხვაობა ოთხამდე შეამცირა“.


ყველა ახალი ამბავი
0