თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პატრიარქზე ზრუნვა ქვეყნის ყველა მოქალაქისა და განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების ვალია, — თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 7 დეკემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ.
„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, რომ მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტისა და პატრიაქრის შეხვედრა საპატრიარქოში, დახურულ კარს მიღმა შედგა. საუბრის დეტალები უცნობია.
გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს პატრიარქზე ზრუნვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ვალია. მან ილია მეორეს „ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ადამიანი“ უწოდა.