საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo: Sputnikსახელმწიფო კანცელარია
სახელმწიფო კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ქვეყნის პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი აზერბაიჯანის „გიუნეშლის“ საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო დაღუპულთა ოჯახებს, ხელისუფლებასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის „გიუნეშლის“ საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო, იუწყება საგარეო საქმეთა  სამინისტროს პრესსამსახური ორშაბათს, 7 დეკემბერს 

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში, „გიუნეშლის“ ნავთობსაბადოს მე-10 პლატფორმაზე ხანძარი გაზსადენის დაზიანების გამო გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი უგზო–უკვლოდ არის დაკარგული, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ბაქო - Sputnik საქართველო
„გიუნეშლზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგული 29 ადამიანი ამ დრომდე ნაპოვნი არაა

„საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის „გიუნეშლის“ საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. საქართველოს ვიცე-პრემიერი სამძიმარს უცხადებს  დაღუპულთა ოჯახებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოსახლეობას და უთანაგრძნობს მათ ამ მძიმე წუთებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი ასევე გამოთქვეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0