„გიუნეშლზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგული 29 ადამიანი ამ დრომდე ნაპოვნი არაა

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საძიებო ოპერაციაში თვითმფრინავებიც ჩართულია. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა Vesti.Az-ი იუწყება, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. „გიუნეშლის“ ნავთობსაბადოს პლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგული 29 ადამიანის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. 

„აზერბაიჯანის ნავთობის“ მთავარი ინჟინრის, ბალამირზა აგარასიმოვის განცხადებით, 7 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე დაკარგული 29 მენავთობე  ამ დრომდე უგზოუკვლიდ დაკარგულად ითვლება. მისი სიტყვებით, საძიებო ოპერაციაში თვითმფრინავებიც ჩართულია. გარდა ამისა, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება“, — იუწყება აზერბაიჯანული გამოცემა "Vesti.Az". 

ხანძარი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში ნავთობსაბადოს პლატფორმაზე ხანძრის შემდეგ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში, „გიუნეშლის“ ნავთობსაბადოს მე-10 პლატფორმაზე ხანძარი გაზსადენის დაზიანების გამო გაჩნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 32 ადამიანის გადარჩენა კი შესაძლებელი გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში გლოვის დღე გამოცხადდა. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ხალიკ მამედოვის განცხადებით, აზერბაიჯანმა კასპიისზღვისპირა ქვეყნებს დაღუპულთა ძებნის ოპერაციაში დახმარება სთხოვა.


ყველა ახალი ამბავი
0