თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში, გიუნეშლის ნავთობსაბადოს პლატფორმაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, 30 თანამშრომელზე მეტი უგზოუკვლიდ დაიკარგა, ინფორმაცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აზერბაიჯანის მენავთობეთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მირვარი გახრამანლიმ მიაწოდა.
აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ ხანძარი მე-10 პლატფირმაზე გაზსადენის დაზიანების გამო გაჩნდა. ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 32 ადამიანის გადარჩენა კი შესაძლებელი გახდა.
გახრამანლიმ აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის მონაცემები ხელისუფლების მიერ გავეცელებული მონაცემებისგან განსხვავდება. მისი სიტყვებით, პლატფორმიდან მუშების ევაკუაციის ერთ-ერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა — სამაშველო ტროსი გაწყდა და ხალხი ზღვაში ჩავარდა. „ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის. სამაშველო ნავში 32 ადამიანი იჯდა და მათგან მხოლოდ ორი გადარჩა.
„დაახლოებით 30 — უგზოუკვლოდ დაიკარგა. ჯერჯერობით მათი პოვნა ვერ მოხერხდა, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ისინი გარდაცვლილნი არიან“, — დასძინა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, პლატფორმაზე ტექნიკური უსაფრთხოება დაცული არ იყო, რაც ხანძრის მიზეზი გახდა.