თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლებას „ქამრების შემოჭერისა“ და 2016 წელს, ბიუროკრატული გასავლების შემცირების ხარჯზე, პენსიის 50 ლარით გაზრდისკენ მოუწოდა.
„თუ 2012 წელს ბიუროკრატული ხარჯები 1 მილიონ 202 ათას ლარს შეადგენდა, 2016 წელს ეს ციფრი 1 მილიონ 658 ათას ლარს მიაღწევს. როგორც ვხედავთ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებობს საკმაო რეზერვი იმისათვის, რომ პენსიები 50 ლარით გაიზარდოს“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა.
ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაუქმება, ასევე „ქამრების რეალური შემოჭერა“, არის ჩვენი პასუხი „ქართული ოცნების“ კითხვაზე, როგორ გაზარდონ პენსია 50 ლარით, — აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში ასაკით პენსიონერები 2015 წლის 1 სექტემბრიდან 160 ლარს იღებენ, რაც 6.6%–ით მეტია წინანდელზე. მანამდე პენსია 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რომელიც 2017 წლიდან დაგროვებითი სისტემის დანერგვას ითვალისწინებს.