თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ძალიან ეშინია მისი“.
პარასკევს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რადგან მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.
„რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა… მათ ძალიან ეშინიათ ჩემი. მათ ეშინიათ სიტყვის თავისუფლების… როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, დასაწყისიდანვე ამბობდნენ, რომ მათი მიზანი ჩემი დაპატომრება იყო“, — თქვა სააკაშვილმა რადიო „თავისუფლების“ ეთერში.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენა ბრალდება, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის 5 მილიონი დოლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე. მოგვიანებით სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.
ოქტომბრის თვეში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყება ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩაორთმევის პროცედურას იწყებს, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა და შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მდგომარეობის ძალაში შესასვლელად აუცილებელია იურიდიული და ტექნიკური პროცედურები.