მოლდოვის დელეგაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის მუშაობას ეცნობა

მოლდოვის დელეგაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის მუშაობას ეცნობა
მოლდოვის დელეგაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის მუშაობას ეცნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შენობაში ყოფნის დროს თავს ნამდვილად არ გრძნობ ციხეში... დედათა და ბავშვთა განყოფილება უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, იქ ნამდვილად იგრძნობა ოჯახური გარემო. იმედი მაქვს, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, — განაცხადა ედუარდ სერბენკომ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში პენიტენციურ სისტემის მუშაობას ეცნობა, — იუწყება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახური.  

მოლდოვის დელეგაციამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკისა და N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებები დაათვალიერა. დელეგაციის წევრები N16 დაწესებულების სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზას, დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსს, სასადილოს, სპორტული დარბაზსა და  დაწესებულებაში მოქმედი ეკლესიას ეწვივნენ. 

როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება N16 დაწესებულების ხანგრძლივი პაემნების ოთახებმა და N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა განყოფილებამ მოახდინა.

„N16 დაწესებულებაში  იმდენად კარგი პირობებია, რომ შენობაში ყოფნის დროს თავს ნამდვილად არ გრძნობ ციხეში… დედათა და ბავშვთა განყოფილება უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, იქ ნამდვილად იგრძნობა ოჯახური გარემო. იმედი მაქვს, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, — განაცხადა მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ედუარდ სერბენკომ და აღნიშნა, რომ მოლდოვაში  პენიტენციური სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და შესაბამისად, ქართველი კოლეგებთან  კონსულტაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, რომ მოლდოვის რესპუბლიკის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

კახა კახიშვილი - Sputnik საქართველო
კახიშვილმა უწყების მიღწევებზე ისაუბრა

„პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამჟამად ხორციელდება,  მოლდოვის მთავრობა გადაიღებს და საკუთარ ქვეყანაში განახორციელებს. სტუმრები სამშობლოში  ბევრი ახალი იდეით და გეგმით ბრუნდებიან“, — განაცხადა მიხანაშვილმა.

მოლდოვის დელეგაციის წარმომადგენლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრსაც ეწვივნენ, რომელსაც მალე აკადემიის სტატუსი მიენიჭება. სტუმრებმა მოლდოვაში ქართული სასწავლო ცენტრის ანალოგის შექმნის სურვილი გამოთქვეს.

მოლდოვის დელეგაცია საქართველოს 2 დეკემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინსიტრის კახა კახიშვილის პირადი მოწვევით ესტუმრა. ვიზიტი 5 დეკემბერს დასრულდება, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0