თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ტოკიოში ძიუდოს დამაარსებლის, ძიგორო კანოს სახელობის გრან-პრიმ აიღო სტარტი. კალენდარული წლის ბოლო შეჯიბრზე მსოფლიოს 91 ქვეყნიდან საუკეთესო ძიუდოისტები ჩავიდნენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უძნაძემ „ამომავალი მზის ქვეყანაში“ ძლიერი შემადგენლობა ჩაიყვანა, მაგრამ ქართველი სპორტსმენების გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამირან პაპინაშვილმ და ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორთავე —60კგ) 1/8ფინალამდე მიღწევა შეძლეს, სადაც დამარცხება იწვნიეს — დაი აოკთან და ნაოხისა ტაკანოსთან შეჭიდებისას.
დღეს იმ ძიუდოისტთა შორის გათამაშდა მედალი, რომლებიც 66 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდნენ. ამ წონით კატეგორიაში ქართველ სპორტსმენებს განაცხადი არ ჰქონიათ. გამარჯვებული იაპონიის კიდევ ერთი წარმომადგენელი — ტომოფუმი ტაკაიო გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე მასახი ებინუმა დაამარცხა.
ხუთშაბათს, 5 დეკემბერს ორთაბრძოლას ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორთავე — 73კგ), ავთო ჩრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორთავე —81კგ) გამართავენ.