თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ძიუდოში გრან-პრის დასკვნით დღეს, სამხრეთ კორეის ჩედჯუში, საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე წარმოადგენდნენ (ორივე —100 კგ).
სწორედ ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ქულები სჭირდება იმისათვის, რომ რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვოს.
სამწუხაროდ ვერც ერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო დასმული ამოცანის შესრულება. თუშიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო იაპონელ კენსუკე საკამოტოსთან ხოლო მსხალაძემ სასტარტო ბარიერის გადალახვის შემდეგ 1/8 ფინალი ბრაზილიელ ლუსიანო კორეასთან წააგო.
ასევე ვერ შეძლო 1/8 ფინალის გადალახვა ვაჟა მარგველაშვილმა.
სამი ქართველი ძიუდოისტიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო 1/8 ფინალის გადალახვა და ოლიმპიადის ლიცენზიების საკითხი კვლავ ღიად რჩება.