თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩინგდაოში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს სტარტი აიღო ძიუდოში გრან-პრის მორიგმა ეტაპმა, რომელშიც ხუთი ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. აქედან ორმა ძიუდოისტმა თავისი გამოსვლა უკვე დაასრულა.
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) პირველივე შეჭიდებაზე პორტუგალიელმა სერგიუ ოლენიჩმა იპონით დაამარცხა. დამარცხება იგემა მარიამ ჯანაშვილმაც (-52 კგ), რომელიც შეჯიბრს სამხრეთ კორეელი კიმ მი-რის წყალობით გამოეთიშა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ორი წევრი — გურამ თუშიშვილი და ალექსანდრ მსხალაძე (ორთავე — 100კგ წონით კატეგორია) ტატამზე ტურნირის დასკვნით დღეს — 28 ნოემბერს გავლენ. მათი მოწინააღმდეგეები იქნებიან იაპონელი კენსუკე საკამოტა და დიდი ბრიტანელი ფილიპ ავიტიალკარაზი. პარასკევს, 27 ნოემბერს საქართველოს ესტერ სტამი (-70 კგ) წარადგენს, რომლის პირველი მოწინააღმდეგე იტალიელი ჯულია კანტონი იქნება.
საქართველოს ნაკრები ჩინგდაოს გრან-პრიზე ორ წონით წონით კატეგორიაშია — 66-დან 100 კგ.მდე — წარმოდგენილი. სწორედ ამ წონით კატეგორიაში სჭირდებათ ქართველ ძიუდოისტებს რეიტინგული ქულები იმისათვის, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის ლიცენზიები მოიპოვონ.