გრან-პრის პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები მედლების გარეშე დარჩნენ

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს ესტერ სტამი წარმოადგენს. მედლებისა და სარეიტინგო ქულებისათვის ბრძოლას იგი 21 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის სპორტსმენთან მეგან ფლეტჩერტან შეხვედრით დაიწყებს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (ორივე —66კგ) ჩინეთის ქალაქ ჩინდაოში გამართულ ჩემპიონატზე, გრან-პრის პირველ დღეს მედლების გარეშე დარჩნენ. 

მარგველაშვილმა მოუგო სულეიმან ხამადს საუდის არაბეთიდან და ანდრე სუარესს პორტუგალიიდან და დამაჯერებლად გადალახა ორი სასტარტო რაუნდი, გადაულახავი ქართველი ძიუდოისტისათვის ¼ ფინალი აღმოჩნდა. სადაც მან მონღოლეთის წარმომადგენელთან დავაადორ ტუმურხულეგუსთან წააგო.  

რეპეშაჟში მოხვედრის შემდეგ, მარგველაშვილი ჯერ ისევ ინარჩუნებდა შანსებს მედალზე, მაგრამ იტალიელ ელიო ვერდესთან მოგება ქართველმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო. 

რაც შეეხება თათარაშვილს, მან თავისი გამოსვლა 1/8 ფინალის სტადიაზე დაასრულა. მან გერმანელ რენე შნაიდერთან წააგო.

საქართველოს ნაკრები ჩინდაოს გრან-პრიზე ოთხი სპორტსმენითაა წარმნოდგენილი წონით კატეგორიაში 66-დან 100 კგ.მდე. სწორედ ამ წონით კატეგორიაში სჭირდებათ ქართველ ძიუდოისტებს რეიტინგული ქულები, იმისათვის, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის ლიცენზიები მოიპოვონ. ქართველი მძიმეწონოსნები ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილი ტატამზე 22 ნოემბერს, ტურნირის ბოლო დღეს გავლენ. 


ყველა ახალი ამბავი
0