ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი „როსი“ შავ ზღვაში შემოვიდა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ნაღმმზიდი
ამერიკული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესკადრონულმა ნაღმმზიდმა „როსმა“ 20 ოქტომბერს ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საზღვაო კომპონენტის პირველი გამოცდისას წარმატებით „ჩაიჭირა“ ბალისტიკური რაკეტა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ესკადრონული ნაღმმზიდი „როსი“ შავ ზღვაში შემოვიდა და ბულგარეთის ქალაქ ვარნისკენ მიემართება, — იუწყება პარასკევს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამხედრო–დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

ესკადრონულმა ნაღმმზიდმა „როსმა“ 20 ოქტომბერს ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საზღვაო კომპონენტის პირველი გამოცდისას წარმატებით „ჩაიჭირა“ ბალისტიკური რაკეტა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. 

ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი საქართველოში - Sputnik საქართველო
ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი საქართველოში ერთობლივ სწავლებას ჩაატარებს

„გუშინ საღამოს „როსმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები გაიარა და შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. მას კურსი ბულგარეთის პორტ ვარნისკენ აქვს აღებული“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, ნატოს გემების სამფრეგატიანი დაჯგუფება (კანადური „ვინიპეგი“, პორტუგალიური „ფრანსიშკო დე ალმეიდა“ და ესპანური „ბლას დე ლეზო“), მიუხედავად მედიით გავრცელებული იფორმაციისა, შავი ზღვის აკვატორიაში არ შესულა. 

„ნატოს გემების ჯგუფმა ნამდვილად გაიარა დარდანელის სრუტე, მაგრამ ბოსფორის სრუტე არ გაუვლია, ის თურქეთის სანაპიროსთან სრუტის ზონაში იმყოფება“, — აღნიშნა წყარომ.

ყველა ახალი ამბავი
0