თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკული „არლი ბერკის“ კლასის ესკადრონული ნაღმმზიდი „პორტერი“ საქართველოს სამხედრო–საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც შავ ზღვაზე მანევრები შესრულდება, — იუწყება აშშ სამხედრო–საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრესსამსახური.
ამერიკულმა ნაღმმზიდმა ბათუმის პორტში 20 ოქტომბერს ჩაუშვა ღუზა.
გუშინ ანალოგიური პროექტის ამერიკულმა ნაღმმზიდმა „როსმა“ პირველად გამოსცადა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში, რომელმაც ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა „დაიჭირა“.
„ვიზიტი საქართველოში საშუალებას მოგვცემს მომავალშიც განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება შავ ზღვაში მოკავშირეებთან. ჩვენ საქართველოს სამხედრო–საზღვაო ძალებთან მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, ღონისძიებები დახმარების აღმოჩენისა და საზღვაო სამართლის ნორმების დაცვის კუთხით, სპორტული შეჯიბრებები და საზღვაო მანევრები“, — ციტირებს პრესსასმახური „პორტერის“ მეთაურის, ბლერ გაის სიტყვებს.