ბათუმში ამერიკული საბრძოლო ხომალდი შემოვიდა

© facebook.com/არჩილ-ხაბაძე-აჭარის-მთავრობის-თავმჯდომარეხომალდი "პორტერი"
ხომალდი პორტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბრძოლო ხომალდის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, ბათუმის ვიცე–მერი ბაგრატ მანველიძე და ასევე სამხედრო ატაშე, აშშ–ის საზღვაო–სახმელეთო ძალების ვიცე–პოლკოვნიკი უილიამ კონერი (William (Bill) Connery).

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალების კუთვნილი საბრძოლო ხომალდი „პორტერი“ შემოვიდა, — იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.  

ვიზიტის მიზანია შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა და საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ამერიკელი მეზღაურებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი სწავლებები. 

საბრძოლო ხომალდის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, ბათუმის ვიცე–მერი ბაგრატ მანველიძე და ასევე სამხედრო ატაშე, აშშ–ის საზღვაო–სახმელეთო ძალების ვიცე–პოლკოვნიკი უილიამ კონერი (William (Bill) Connery).

„პორტერი“ — ეს „არლეი ბერკის“ (Arleigh Burke) კლასის გამანადგურებელია. 

აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ევროპული კონტინგენტი (მეექვსე ფლოტი) აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის საბრძოლო ოპერაციების სრული სპექტრის ნაწილი. ის უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ გადაადგილებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას. 


ყველა ახალი ამბავი
0