თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 15-დან 20 მარტამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის U17-ის მატჩები გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული კენჭისყრის შედეგად, რომელიც უეფას შტაბ-ბინაში ნიონში გაიმართა.
საქართველოს U17-ის ფეხბურთის ნაკრები ჩემპიონატის მესამე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა რუსეთის, იტალიის, ბოსნიის და ჰერცოგოვინის გუნდებთან ერთად. სულ ელიტ რაუნდში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 8 ჯგუფადაა გაყოფილი.
ჯგუფების 8 გამარჯვებული და შვიდი საუკეთესო გუნდი რომელიც მეორე ადგილს დაიკავებს, ტურნირის ფინალურ სტადიაში მოხვდება, რომელიც აზერბაიჯანში 5-დან 21 მაისს გაიმართება.
იქვე ნიონში შედგა ევრო 2016-ის ელიტ-რაუნდის კენჭისყრა 19 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებისათვის. მისი შედეგებით, საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან ინგლისის, საბერძნეთის, და ესპანეთის (მოქმედი ჩემპიონი) გუნდები. ელიტ-რაუნდის მატჩები ესპანეთში 24-29 მარტს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის U19-ში 7 ჯგუფად გაყოფილი 28 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ნაწილში, რომელიც გერმანიაში 11-დან 24 ივლისს შედგება, ყოველი ჯგუფის გამარჯვებული გამოვა.