საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთს მოუგო

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და ამჟამად მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილი უკავია. ბოლო მატჩში უნგრელებზე გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება, ავსაჯანიშვილის გუნდი ელიტ-რაუნდის კვალიფიკაციას მიიღებს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17–წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 3:0 მოუგო. მატჩი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებთან 3:4 წააგო, ამიტომ მათ შეცდომის უფლება არ ჰქონდათ. ქართველმა ფეხბურთელებმა ინიციატივა ხელში მატჩის დაწყებისთანავე აიღეს. ქართველებმა ეს უპირატესობა პირველი ტაიმის შუა წუთებზე ნუგზარ სპანდერაშვილის, ხოლო  44-ე წუთზე — გიორგი ჩაკვეტაძის გოლით განამტკიცეს.

შესვენების შემდეგ თამაში ოდნავ მშვიდი გახდა, მაგრამ 64-ე წუთზე მსაჯმა რუმინელი კონსტანტინ დიმა მოედნიდან გააძევა, საქართველოს ნაკრებმა ამ უპირატესობით ისარგებლა და ოთხი წუთის შემდეგ ნიკა ნინუამ მესამე — მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და ამჟამად მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილი უკავია. ბოლო მატჩში უნგრელებზე გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება, ავსაჯანიშვილის გუნდი ელიტ-რაუნდის კვალიფიკაციას მიიღებს. თუ ქართველები თამაშს ფრედ დაამთავრებენ, ბრძოლის გასაგრძელებლად მათთვის აუცილებელი იქნება, რომ რუმინეთისა და სლოვაკეთის შეხვედრაც ფრედ დამთავრდეს.

ევროპის საკვალიფიკაციო რაუნდში 52 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 13 ჯგუფად არიან დაყოფილი და თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. ელიტ– რაუნდში ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები და ასევე მესამე ადგილზე გასული საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ხუთი ნაკრები გადადის.

უეფას ევროპის ჩემპიონატი U-17 აზერბაიჯანში მომავალი წლის მაისის თვეში გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0