საქართველოს პრემიერმა უწყებებს შშმ პირების თანადგომისაკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Преображенская / გადასვლა მედიაბანკშიСхватка борцов-инвалидов
Схватка борцов-инвалидов - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და ხელი შეუწყონ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ნათქვამია  3 დეკემბერს, ხუთშაბათს, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

შშ პირთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყოველ წელს 3 დეკემბერს აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის 1992 წლის 14 ოქტომბრის რეზოლუციის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს კონვენციის რატიფიცირება შშმ პირთა უფლებების შესახებ. 

მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში შშმ ბავშვებს ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი მოემსახურება

„დღეს მსოფლიო თანამეგობრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესაღნიშნავს. ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საზოგადოებაში მათი რულფასოვანი თანაცხოვრება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრების შედეგია ის, რომ 2013 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენციის რატიფიცირება და ამით აიღო მრავალმხრივი ვალდებულებები ფიზიკური გარემოს ადაპტაციის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის და სხვა სოციალური ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით“, — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და ხელი შეუწყონ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

„მჯერა, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მინიმუმამდე შევამცირებთ იმ ბარიერებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აწყდებიანშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომერთობლივი ძალისხმევით და სოციალური სოლიდარობით ჩვენ მივაღწევთ მიზანს და ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზაციას“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 123 ათას 617 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დარეგისტრირებული, რომელიც სახელმწიფოსაგან სოციალურ დახმარებას იღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0