თბილისში შშმ ბავშვებს ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი მოემსახურება

© facebook.com/CityHallofTbilisiმიკროავტობუსი
მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. პირველ ეტაპზე ახალი სერვისით 14 მოზარდი ისარგებლებს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე ბავშვებს სკოლაში მისასვლელად სპეციალურად ადაპტირებული მოკროავტობუსები მოემსახურება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური ხუთშაბათს, 3 დეკემბერს.

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. პირველ ეტაპზე ახალი სერვისით 14 მოზარდი ისარგებლებს.

„თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის არსებული გარემოს ადაპტირება მოხდეს. შესაბამისად, წელს ჩვენ აქცენტი მოზარდებზე გავაკეთეთ. სპეციალურად შევიძინეთ ორი ადაპტორებული მიკროავტობუსი, რიმლითაც ბავშვები სკოლაში სიარულს შეძლებენ“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

2016 წლისათვის ექვი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვას, აღნიშნა მერმა.

2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი  გეგმის განხორციელებას დაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი (დაახლოებით 5 მლნ 834 ათასი დოლარი) გამოიყოფა.

 


ყველა ახალი ამბავი
0