მარგველაშვილი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა ჩვენი ამოცანაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მათ განცხადებით მიმართა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა ყველა ჩვენგანის – ხელისუფლების, საზოგადოების, კერძო სექტორის, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების საერთო ამოცანაა, — განაცხადა ხუთშაბათს, 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ინფორმაციას ამის თაობაზე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

საქართველოში შშ მქონე ბავშვებისათვის პირველი ადაპტირებული სათამაშო მეოედანი მოეწყო - Sputnik საქართველო
თბილისში შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული პირველი სკვერი მოეწყო

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მათ განცხადებით მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, შშმ პირების მდგომარეობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი კულტურის დონის შეფასების საუკეთესო საშუალებაა, ამ კულტურის საფუძველი კი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ თუ ადამიანს რაიმე უნარი შეზღუდული აქვს, ამის სანაცვლოდ, „უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი“. 

„ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მიმართვაში შშმ პირებს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბედნიერება უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0