გარემოს დაცვის მინისტრი: ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანებია

© Government of Georgiaმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურება, ძირითადად, დამოკიდებულია ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. პრობლემურია საწვავის ხარისხი, მასთან ერთად „გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია“.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს დედაქალაქშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანების გამონაბოლქვია და ამას ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა მოწმობს. ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს, 3 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

სხდომაზე, სადაც ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გამახვილდა ყურადღება, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების განგრძობის თხოვნით მიმართა.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ - Sputnik საქართველო
ჰაერის დაბინძურების დონეს მთელს საქართველოში გაზომავენ

აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურება, ძირთადად, დამოკიდებულია ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. პრობლემურია საწვავის ხარისხი, მასთან ერთად „გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია“. 

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი ევროსტანდარტების შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ 

თბილისი - ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია - Sputnik საქართველო
თბილისი - ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია

ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ავტოპარკის შეცვლაა საჭირო, ასევე უნდა გაგრძელდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.

„მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას… საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი „ევრო 5"-ის სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორები დამონტაჟდა.

ყველა ახალი ამბავი
0