გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტს ნატოში მიწვევა მიულოცა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიჩერნოგორია
ჩერნოგორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა მონტენეგროს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. მისი განცხადებით, ეს ვიზიტი ქვეყნების თანამშრომლობასა და პარტნიორობას განამტკიცებს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს, ქვეყნის მთავრობასა და ხალხს ნატოში გაწევრიანებისთვის მიწვევა მიულოცა, — იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. 

 „მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამ წლების მანძილზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მონტენეგრომ ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

ჩერნოგორია - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ჩერნოგორიის საკითხი 2016 წელს გადაწყდება

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს წარმატება საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის „შთამაგონებელი“იქნება.

„საქართველო განაგრძობს ძალისხმევას გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით წვლილს შევიტანთ ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური თანამეგობრობის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა მონტენეგროს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. მისი განცხადებით, ეს ვიზიტი ქვეყნების თანამშრომლობასა და პარტნიორობას განამტკიცებს.

ნატოს მინისტერიალზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბრიუსელში ჩატარდა, მონტენეგროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების საკითხი გადაწყდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0